მე ნამდვილად არ მახარებს და არც გამიხარდება მომავალში საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში სანქციების გამოყენება ჩვენი დასავლელი პარტნიორების და მათ შორის უკრაინის მხრიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა რითად ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა.
„თუ კონკრეტულმა ბიზნესწრეებმა რუსეთთან თანამშრომლობა გააგრძელეს, კონკრეტულმა ადამიანებმა გააგრძელეს და ამის მტკიცებულებები მეტი და მეტი იქნება, სანქციები არც მათ ასცდებათ. მე ვეყრდნობი იმ გამოცდილებას რაც არის. ნამდვილად არავინ მითანხმებს მე, არც უკრაინის მთავრობას შეუთანხმებია ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის სანქციები კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში, არც აშშ აპირებს ჩვენთან შეთანხმებას და არც არავისთან. ეს ყველაფერი არის მტკიცებულებებზე დაყრდნობით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ სანქციებზე ჯობს თავად უკრაინამ ისაუბროს. ნედ პრაისმა ყურადღება ევროპული რეკომენდაციის შესრულებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მოწოდებულები არიან იმუშაონ საქართველოს მთავრობასთან.