მიხეილ სარჯველაძე ანა აბაშიძეს: ბიოდეგრადირებული ნაგავი ხართო ეუბნებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ნეშომპალაც არ გამოვა თქვენგანო, იმ ხალხს არ გაუჭირდება მოსვლა და თავისუფლების დასაცავად ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის მიმართვა?

მიხეილ სარჯველაძე ანა აბაშიძეს: ბიოდეგრადირებული ნაგავი ხართო ეუბნებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ნეშომპალაც არ გამოვა თქვენგანო, იმ ხალხს არ გაუჭირდება მოსვლა და თავისუფლების დასაცავად ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის მიმართვა?

გაქვთ ასეთი გამონათქვამი, ბიოდეგრადირებული ნაგავი ხართო ეუბნებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. საჯარო სივრცეში გაქვთ ნათქვამი, იქ მსჯელობთ, პოლიეთილენი უფროა ალბათო, რადგან ნეშომპალაც არ გამოვა თქვენგანო, იმ ხალხს არ გაუჭირდება მოსვლა და თავისუფლების დასაცავად ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის მიმართვა? - ასე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის კანდიდატს, ანა აბაშიძეს, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.

კითხვაზე აბაშიძის პასუხი ასეთი იყო: „კონტექსტი მნიშვნელოვანია, ვის მივმართე, ცალკე ეთიკის ნაწილში გიპასუხებთ, მაგრამ მაინტერესებს, ვის მივმართე? არ ვიცი, ვერ ვიხსენებ, მითხარით, ვის მივმართე და როდის? მოდი დაშვება გავაკეთოთ, რომ მივმართე და არ გეგონოთ, რომ ამას არ ვპასუხობ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანია კონტექსტი. ჩემი სამართლებრივი პროცესების გამო, ათასობით ადამიანმა წააგო საქმე, მათ მოუწევთ ჩემთან მოსვლა, გაუჭირდებათ მოსვლა?“.

„ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები ქართული ოცნება / Georgian Dream ბიოდეგრადირებადი ნაგავი ხართ!
არა, პოლიეთილენის უფრო ალბათ, თქვენგან ნეშომპალაც კი არ გამოვა“, - წერდა აბაშიძე სოციალურ ქსელში.