მიხეილ სარჯველაძე ანა აბაშიძეს: თქვენი სახელით გავრცელდა ასეთი შინაარსის განცხადება: „უალტერნატივოა, ეს მოთხოვნა, გადადგეს ღარიბაშვილი“ - ეს არ არის მიკერძოება?

მიხეილ სარჯველაძე ანა აბაშიძეს: თქვენი სახელით გავრცელდა ასეთი შინაარსის განცხადება: „უალტერნატივოა, ეს მოთხოვნა, გადადგეს ღარიბაშვილი“ - ეს არ არის მიკერძოება?

საკმაოდ ფართოდ გავრცელდა თქვენი სახელით ასეთი შინაარსის მოთხოვნა - „უალტერნატივოა ეს მოთხოვნა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებსო“. ეს არ არის მიკერძოება? - ამ კითხვით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის კანდიდატს, ანა აბაშიძეს მიმართა.

ამ შეკითხვაზე აბაშიძემ უპასუხა, რომ ეს მისი, როგორც მოქალაქის პოზიცია იყო.

„ეს იყო მოქალაქის პოზიცია, რომელმაც ნახა არაერთი ადამიანის უფლების დარღვევა, სისტემური, რომელმაც მოისმინა ძალიან მკვახე უარყოფა კონკრეტული პრობლემების აღიარების და კი, ეს იყო ჩემი პოზიცია, როგორც მოქალაქის“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს.