დავით მათიკაშვილი ალიევის ვიზიტზე: მოლაპარაკებების მაგიდა თბილისში არის მზად, მხარეებმა უნდა გამოხატონ იმის სურვილი, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა

დავით მათიკაშვილი ალიევის ვიზიტზე: მოლაპარაკებების მაგიდა თბილისში არის მზად, მხარეებმა უნდა გამოხატონ იმის სურვილი, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა

დღეს, როდესაც გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია სამშვიდობო დარეგულირების კუთხით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, საქართველოს კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ამ მხრივ ყველა კარი ღიაა. მოლაპარაკებების მაგიდა თბილისში არის მზად. მხარეებმა უნდა გამოხატონ იმის სურვილი, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. საქართველო ამას ყველანაირად ხელს შეუწყობს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გუშინ, საქართველოში სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმყოფებოდა.