ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ პარტიის [„ნაციონალური მოძრაობის“] სახეს, რომ მათთვის ყოველთვის ფული, გავლენები და შიდა პარტიული ძალაუფლება იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ თქვა, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის მორიგი განცხადების შეფასებისას.
„ასე იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ასე არიან ოპოზიციაშიც. რასაც ეწეოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, დღეს თვითონ არიან დაშლის წინაშე“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო თოფურიძემ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ ლიდერები რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.