ირაკლი ზარქუა: ილჰამ ალიევის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს თავის ლიდერულ პოზიციებს რეგიონში

ირაკლი ზარქუა: ილჰამ ალიევის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს თავის ლიდერულ პოზიციებს რეგიონში

ილჰამ ალიევის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტით. საქართველო კიდევ უფრო ამტკიცებს თავის ლიდერულ პოზიციებს რეგიონში. ყველა საკითხში, ეხება ეს კონფლიქტს სამხრეთ კავკასიაში თუ სატრანსპორტო დერეფნებს, საქართველო არის მნიშვნელოვანი და ცენტრალური რგოლის პოზიცია აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო განვითარება, რის შესაძლებლობასაც საქართველოს აძლევს როგოც გეოგრაფიული მდებარეობა, ასევე აზერბაიჯანის მზადყოფნა, რომ აზერბაიჯანული ნავთობითა თუ გაზით მოხდეს ევროპის მომარაგება.

მისივე თქმით, ეს კიდევ უფრო მეტად დაახლოებს საქართველოს ევროპის დიდ ოჯახთან. დამოკიდებულს გახდის ევროკავშირს საქართველოზე და საქართველოს ევროკავშირზე.

„ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველო ევროპას გვერდში დაუდგეს თავის სატრანზიტო ფუნქციით და სწორედ ამაზე გაკეთდა დღეს აქცენტი. ერთი მხრივ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი უფრო მეტად დაიტვირთოს და ამ მარშრუტით ნაკლებად დამოკიდებული გახდეს ევროპა რუსეთზე. ამაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო. მეორე მიმართულება ეს არის რკინიგზის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დატვირთვა, ასევე სუფსის ტერმინალის დატვირთვა. ეს პროექტები არის მნიშვნელოვანი და ეს საქართველოს როლს კიდევ უფრო მეტად გაზრდის მსოფლიო წესრიგში და მშვიდობის საქმეში“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Aburjga Tasmanieli ეს პოლიტიკოსობა რა უბედური საქმიანობაა, სულ იმის საწინააღმდეგო უნდა ილაპარაკო რასაც ფიქრობ და იცხოვრო მოდელირებულ სამყაროში!
2 წლის უკან