გია ვოლსკი: შეიძლება ღარიბაშვილისა და ალიევის პრესკონფერენციაზე დავით გარეჯზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღის წესრიგიდან არის მოხსნილი - დავით გარეჯის თემა არის და იქნება ჩვენი სამუშაოს დღის წესრიგში

გია ვოლსკი: შეიძლება ღარიბაშვილისა და ალიევის პრესკონფერენციაზე დავით გარეჯზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღის წესრიგიდან არის მოხსნილი - დავით გარეჯის თემა არის და იქნება ჩვენი სამუშაოს დღის წესრიგში

შეიძლება პრესკონფერენციაზე დავით - გარეჯზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თემა დღის წესრიგიდან არის მოხსნილი - დავით გარეჯის თემა არის და იქნება ჩვენი სამუშაოს დღის წესრიგში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არაფერი თქვა პრემიერ - მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე დავით - გარეჯის საკითხზე.

გია ვოლსკის თქმით, დავით გარეჯის საკითხი არის მუდმივი და „პერმანენტული ტკივილი“.

"გარეჯის თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" , მთელი საქართველოსთვის, მთელი საზოგადოებისთვის და მე იმედი მაქვს, რომ არა მარტო "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის, ზოგადად ყველასთვის, ქრისტიანისთვის თუ არაქრისტიანისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. არის საკითხები, რომელზეც დახურულ კარს მიღმა იყო საუბარი. ძალიან დიდი დანაშაული, რომელიც დაგვიტოვა სააკაშვილმა, გახსოვთ მისი განცხადება, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ფერდობი გადასცა აზერბაიჯანს, მეორე დაუტოვა საქართველოს - ეს იყო დანაშაული. ამ დანაშაულის გადასაფარად „ნაცმოძრაობის“ რუპორი მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები განსაკუთრებით საუბრობენ დავით- გარეჯის თემაზე, გეგონება ვინმეს აღელვებდეს ეს საერთოდ.საგანგებო ვითარებაა შექმნილი, როცა მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და აზერბაიჯანი თავის თავზე ვალდებულებას იღებს, ამ ურთულეს პერიოდში ევროპა მოამარაგოს ენერგორესურსებით. ამ საკითხებზე იყო საუბარი და არც ერთი ეს სტრატეგიული თემა არ არის ყურადღების ქვეშ "ნაცმოძრაობისთვის". დავით გარეჯაზეც იქნება საუბარი რასაკვირველია, ეს თემა მუდმივია, ეს არის ჩვენი პერმანენტული ტკივილი, რაც სამწუხაროდ, დაგვიტოვა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც გარკვეული ტელევიზიები წარმოადგენენ. შეიძლება პრესკონფერენციაზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თემა დღის წესრიგიდან არის მოხსნილი”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას ამის თაობაზე ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრეს, ვოლსკი ამბობს, რომ არ აქვს.

„არ მაქვს მე ინფორმაცია და რომც მქონდეს, არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე უნდა ვისაუბრო. დარწმუნებული იყავით, დავით გარეჯის თემა არის და იქნება ჩვენი სამუშაოს დღის წესრიგში", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

Aburjga Tasmanieli აბა რაზე იყო საუბარი და საერთოდ რა უნდოდა ამ ალიევს რისთვის ჩამოვიდა?! ღარიბაშვილისთვის რომ მოეყოლა როგორ დაამარცხა სომხეთი და საკუთარი პირობებით შესთავაზა დამარცხეებულს?! აზერბაიჯანმა წალეკა მთელი საქართველო, წალეკეს ყველაფერიმიწა, წყალი, სალოცავი, მთელი რეგიონებია სადაც აზერბაიჯანელები სახლობენ და მრავლდებიან! ერთ დღესაც, ერთ შავბნელ დღესაც აზერბაიჯანი ნახევარ კახეთზე პრეტენზიას გამოაცხადებს და შეიერთებს! მე არ მინდა ასე იყოს მაგრამ ასე იქნება და ამიტომ ვარ შეწუხებული. დასავლეთთან დაახლოებამ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამ ის მოგვიტანა, რომ ქართველ ახალგაზრდებს სამშობლოში გული აღარ უდგებათ, კარგი მაძღარი ცხოვრების იმედით მიდიან ევროპაში, აშშ-ში და აღარ ბრუნდებიან! აზერბაიჯანული ეთნოსი კი აქ მრავლდება და მკვიდრდება! სამწუხაროდ კოლექტიურმა დასავლეთმა ქართველი ერი მოკლა! დიახ მოგვკლეს ამ ვამპირებმა ყველანაირად გაგვანადგურეს! ღმერთს ვთხოვ, რომ სამართლიანობის პრინციპის მიხედვით კოლექტიურ დასავლეთს ის ჩაუტაროს, რაც ჩვენ დასავლეთმა ჩაგვიტარა! ღმერთს იმიტომ ვთხოვ, რომ ჩვენ ამის ძალი არ შეგვწევს!
2 წლის უკან