რომან გოცირიძე: ილჰამ ალიევი საქართველოშია – იმედია, რუსეთიდან ჩამოტანილი გარეჯის რუკის ნაგლეჯის ჩვენება არ დაავიწყდება მთავრობას

რომან გოცირიძე: ილჰამ ალიევი საქართველოშია – იმედია, რუსეთიდან ჩამოტანილი გარეჯის რუკის ნაგლეჯის ჩვენება არ დაავიწყდება მთავრობას

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოშია. იმედია, რუსეთიდან ჩამოტანილი გარეჯის რუკის ნაგლეჯის ჩვენება არ დაავიწყდება მთავრობას. – ამის შესახებ ” ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოშია. იმედია, რუსეთიდან ჩამოტანილი გარეჯის რუკის ნაგლეჯის ჩვენება არ დაავიწყდება მთავრობას. როგორც გავიგეთ, ამ საკითხზე ჩვენს ხელისუფლებას არ ჰქონია საუბარი აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან აგერ უკვე ორი წელიწადია, ანუ მას შემდეგ, რაც შეთითხნილი ბრალდებით კარტოგრაფები დააპატიმრეს. საპარლამენტო მოსმენაზე ახლახან შევიტყვეთ, რომ თურმე არსებობს ამ საკითხის შემსწავლელი კომისია და მათ აქვთ ურთიერთობა თავიანთ აზერბაიჯანელ კოლეგებთან. კომისია ოცდაათი წელიწადია რაც არსებობს, საუბარი პოლიტიკურ დიალოგზეა. მესაზღვრეები რომ გაიყვანონ და ძველი რეჟიმი რომ აღდგეს, ამის თქმასაც ვერ უბედავენ? ” – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

Aburjga Tasmanieli ის შენთვის რუქის ნაგლეჯია! ჩვენთვის ქართველებისათვის წონადი არგუმენტია, რომ ალიევს ვუთხრათ, გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია და საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს! მაგრამ ხელისუფლება ამას ვერ ეტყვის იმიტომ, რომ აქ საქართველოში თქვენ და თქვენი მომხრეები ნებისმიერი კონფლიკტის შემთხვევაში აზერბაიჯანის მხარეს დაიჭერს!
2 წლის უკან
amo ყველაფრის გაშარჟება როგორ შეიძლება. ამ არეულ დროში უნდა ერთად ვიდგეთ და წინ წამოვწიოთ ის საკითხები რაც ორივეს გაგვაძლიერებს და რაც გაგვყოფს ის ხვალისთვის, უფრო მშვიდი გარემოსთვის შემოვინახოთ. ცინიზმი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ფუი თქვენი . . .
2 წლის უკან