საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი მიმართვის წერილში მკაფიოდაა განმარტებული, თუ რატო ვერ დაუჭერდა საქართველო მხარს რეზოლუციას, რომელშიც მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილია მოხსენიებული.
„ბატონი პაპუაშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყველა დაფიქსირებულ, უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას საქართველო უერთდება, თუმცა, არსებობს ერთადერთი გამონაკლისი. ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერდით რეზოლუციას, რომელშიც ბატონი სააკაშვილი, რომელიც მსჯავრდებულია კონკრეტულ თემებზე, მათ სორის, ათობით საქმე სასმართლოში იხილება და ჩვენს მოქალაქეებს პრეტენზია აქვთ, მაშ შორისაა წამება, ადამიანის უფლებების შელახვა, რეკეტი, სისტემური დანაშაული, რომელიც ევროპის სასამართლომ დაადგინა. ეს ბრალდებული, ასეთი ადამიანი შეიყვანეს ამ რეზოლუციაში. მგონია, რომ ეს არის სამარცხვინო და ამაში მკაფიო სიცხადე უნდა შეგვეტანა“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.