ვატო შაქარაშვილი: გვეუბნებიან, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეღობება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, სინამდვილეში ის ეღობებათ საქართველოს ომში ჩათრევის გზაზე

ვატო შაქარაშვილი: გვეუბნებიან, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეღობება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, სინამდვილეში ის ეღობებათ საქართველოს ომში ჩათრევის გზაზე

საფრთხე, საქართველოს ომში ჩართვის, რომელიც არსებობდა და 24 თებერვლიდან დაიწყო არსად წასულა და საქართველოს თავზე კვლავ მზადდება სცენარი იმისთვის, რომ რამენაირად ან არსებული ხელისუფლების პირობებში პროვოკაციების გზით, ან ბე სცენარით, ანუ ხელისუფლების ცვლილების ცვლილების შემდეგ ამ მიზნის სისრულეში მოყვანა. ეს ორივე გეგმა დევს, მიმდინარეა. როგორც კი მათ ხვდებათ წინაღობა „ქართული ოცნების“ სახით და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის სახით, შემდეგ ისინი ცდილობენ ამ წინაღობის განეიტრალებას. გვეუბნებიან, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეღობება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. სინამდვილეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი მათ ეღობება საქართველოს ომში ჩათრევის პროექტის განხორციელების გზაზე. ეს არის რეალობა და არა ის, რასაც ისინი გვთავაზობენ, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში „აი ია“-ს თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა ისაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ბლაგვი ინსტრუმენტია ამ სცენარისა და პროექტის ავტორების ხელში. დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალა, აღარც ბასრია, აღარც მჭრელია, აღარც მტკივნეულია, თავისი პრობლემა აქვთ ათასი. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აქცენტის გაკეთება დღეს აღარ არის საჭირო, ეს მეორე ოპოზიციურ ძალაზეა საუბარი. პირველი ოპოზიციური ძალა, ჩემი შეფასებით, უკვე გამოიკვეთა და ეს არის ქალბატონი ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც ჩაანაცვლა მთლიანად ოპოზიცია. ის გახდა ოპოზიციური პოლიტიკური პროცესების ლიდერი პირდაპირ, ღიად და დაუფარავად. დანარჩენი ეს პატარა წვრილი ჭანჭიკები არიან მხოლოდ ინსტრუმენტები და ასრულებენ დამხმარე როლს“, - განაცხადა შაქარიშვილმა.