დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოს მეორე ფრონტის სცენარში წარმოჩინების მცდელობა, რომელიც დღემდე არ განელებულა, დადასტურდა არესტოვიჩის თავგასული განცხადებით

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოს მეორე ფრონტის სცენარში წარმოჩინების მცდელობა, რომელიც დღემდე არ განელებულა, დადასტურდა არესტოვიჩის თავგასული განცხადებით

საქართველოს მეორე ფრონტის სცენარში წარმოჩინების მცდელობა, რომელიც დღემდე არ განელებულა, დადასტურდა არესტოვიჩის თავგასული განცხადებით. არასტოვიჩის განცხადება არ იქნებოდა ხიფათის შემცველი, ეს რომ იყოს მისი პირადი განცხადება. ვფიქრობ, სახიფათოა ის, ვინც მას ალაპარაკებს, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო პოლიტიკა ჩიხშია შესული, რაშიც რუსეთთან ერთად თავად დასავლეთიც აღმოჩნდა. ხუნდაძის თქმით, უკრაინის ომი არ არის უკრაინისთვის, არამედ ეს მესამე მსოფლიო გადანაწილების მცდელობაა.

„უკრაინა გახდა საბაბი, მიზეზი და ეს არის ის ლოკაცია, სადაც უფრო დიდი სახელმწიფოების ჭიდილი მიმდინარეობს ახალი გადანაწილებისთვის. ომს სჭირდება დასრულება და ის შეუძლია მხოლოდ მონაწილე სახელმწიფოების ახალ ხელისუფლებებს და ეს მოთხოვნა გაჩნდა თვითონ საზოგადოებაშიც. მათი მენტალობიდან გამომდინარე, ნაკლებად მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთში ხელისუფლება ახლო მომავალში შეიცვლება, მაგრამ დასავლეთში რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ეს არახალია. ვფიქრობ, ამას ექნება დომინოს პრინციპი. მე მაშინებს უკრაინის ხელისუფლების ამდაგვარი განცხადებები. ვფიქრობ მათი ხელისუფლების წარმომადგენლები ნელ-ნელა შედიან ხიბლში და მათი თავნებობის მაჩვენებელი იყო ბოლოდროინდელი განცხადება, როდესაც ისინი უკვე ღიად ეცადნენ საქართველოს დასხმოდნენ თავს. არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე და არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე დაეანონსებინათ შეფობა. მათ გაუჩნდათ მეტის პრეტენზია, ვიდრე მხოლოდ ის, რომ ახლა ამ პრობლემის წინაშე არიან. არესტოვიჩს არაფერი უთქვამს ისეთი, რაც აქამდე უფრო ანგარიშგასაწევ პერსონებს არ უთქვამთ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.