ნიკოლოზ სამხარაძე: არა მხოლოდ მოქმედი, არამედ უკრაინის წინა ხელისუფლების პირობებშიც იყვნენ საქართველოში ბრალდებული ადამიანები, რომლებიც უკრაინის ადმინისტრაციაში იკავებდნენ კონკრეტულ თანამდებობებს

ნიკოლოზ სამხარაძე: არა მხოლოდ მოქმედი, არამედ უკრაინის წინა ხელისუფლების პირობებშიც იყვნენ საქართველოში ბრალდებული ადამიანები, რომლებიც უკრაინის ადმინისტრაციაში იკავებდნენ კონკრეტულ თანამდებობებს

არა მხოლოდ მოქმედი, არამედ უკრაინის წინა ხელისუფლების პირობებშიც იყვნენ საქართველოში ბრალდებული ადამიანები, რომლებიც უკრაინის ადმინისტრაციაში იკავებდნენ კონკრეტულ თანამდებობებს. რა თქმა უნდა, ეს კარგი ნამდვილად არ არის და ვერანაირად ვერ ისახება დადებითად ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე, - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ და არა მარტო ამ თემებზე ოფიციალურ თბილისს კიევთან საუბარი ომის დასრულების შემდეგ ექნება.

„ეს მათი გადასაწყვეტია, მათი შიდა საქმეა. თუ უნდათ ასეთი ადამიანები ჰყავდეთ რიგებში, მაშინ ღმერთმა ხელი მოუმართოთ. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა დღეს ძალიან მძიმე პირობებშია რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. ჩვენ ვუსურვებთ მათ გამარჯვებას, ვუსურვებთ წარმატებას ამ ომში და შემდეგ უკვე გვექნება ამაზე და არა მარტო ამაზე, მათ შორის იმ ბრალდებებზე, რომლებსაც ისინი ხშირად უყენებენ საქართველოს, გვექნება სერიოზული საუბარი“, - განაცხადა სამხარაძემ.