ზაალ ანჯაფარიძე: არესტოვიჩის განცხადება ნაწილია პროვოკაციების რვა თვიანი ჯაჭვისა, რომელიც ხან კიევიდან და ხანაც თბილისში რადიკალური ოპოზიციისგან ისმის

ზაალ ანჯაფარიძე: არესტოვიჩის განცხადება ნაწილია პროვოკაციების რვა თვიანი ჯაჭვისა, რომელიც ხან კიევიდან და ხანაც თბილისში რადიკალური ოპოზიციისგან ისმის

ფხიზლად უნდა იყვნენ ჩვენი სამართალდამცავები და საერთოდ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომ არესტოვიჩის განცხადება არ მიიღონ კერძო პირის განცხადებად, როგორც ცალკეულ პერსონებს სურთ რომ ეს წარმოაჩინონ. თითქოს საკუთარი აზრი გამოთქვა და მერე რა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, არესტოვიჩის ეს განცხადება ნაწილია პროვოკაციების რვა თვიანი ჯაჭვისა, რომელიც ხან კიევიდან, ხანაც თბილისში რადიკალური ოპოზიციისგან ისმის.

„მე არ მგონია ასე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გეგმის ნაწილი. უბრალო მას უნდოდა, რომ შეემოწმებინა საქართველოში რა საზოგადოებრივი და პოლიტიკური რეაგირება მოჰყვებოდა ამ განცხადებას“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.