გივი მიქანაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების მიზანი იყო და რჩება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

გივი მიქანაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების მიზანი იყო და რჩება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

„ნაციონალურ მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების, როგორიც არის „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიზანი იყო და რჩება, რომ როგორმე ეს პროცესი დააზიანოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ამიტომ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ისინი გაემიჯნნენ ამ პროცესს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ ევროსტრუქტურებში სრულფასოვან გაწევრიანებაზე საუბრისას განაცხადა.

„პირველივე დღიდან მოვუწოდებდით ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომ ინკლუზიურობის პრინციპი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ამ პროცესისთვის. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ჩვენ ამ პროცესს არ შევაჩერებთ და მათ მოუწევთ ამ პროცესში ჩართულობა. ინკლუზიურობა უზრუნველყოფილი იქნება იმიტომ, რომ სამუშაო ჯგუფების შემდეგ, როდესაც ეს პროცესი გადაინაცვლებს საკომიტეტო მოსმენებზე და პლენარულ სესიაზე, შეუძლებელი იქნება, რომ მათ [ოპოზიცია] მონაწილეობა არ მიიღონ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.