ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.