პოლონური პრესა გუშინ, გვიან საღამოს მომხდარი ავტოავარიის შესახებ წერს
პოლონური პრესის ინფორმაციით, პოზნანიდან აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჟერნიკის მახლობლად, ჟერნიკი-ტულცის გზაზე, ჯართით დატვირთული სატვირთო ავტომობილი „ფორდის” მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა.
მიკროავტობუსის ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, მესამე კი მოგვიანებით. ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაყვანილი მიკროავტობუსის ხუთი მგზავრიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
პოლონური პრესა წერს, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მიკროავტობუსით ქარველები გადაადგილდებოდნენ.