26 წლის ჯესიკა გეგენი პირველი წითურია, რომელიც კონკურსის 94-წლიანი ისტორიის განმავლობაში მის ინგლისი გახდა. ჯესიკა მის მსოფლიოს კონკურსზე ინგლისის წარმომადგენელი იქნება.
ჯესიკას თქმით, სამოდელო კარიერის დაწყებამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა. მის ინგლისმა გაიხსენა, რომ სკოლაში სწავლის დროს კლასელები წითური თმისა და გარეგნობის გამო დასცინოდნენ. როგორც ჯესიკა ამბობს, ხშირად კლასელები იმდენად სასტიკად ექცეოდნენ, რომ ლანჩს სკოლის ტუალეტში ჭამდა, რათა მოძალადე ბავშვები თავიდან მოეშორებინა.
მართალია, თავიდან ჯესიკა ფიქრობდა, რომ დაცინვა და ჩაგვრა სამუდამოდ გაგრძელდებოდა, თუმცა მოგვიანებით ის სამოდელო სააგენტოში დარეგისტრირდა, მისი განაცხადის მიღების შემდეგ კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. როგორც მოდელი აღნიშნავს, 18 წლის იყო, როცა პირველად მოდის ჩვენებაზე გამოვიდა, თავდაჯერებულობა ნელ-ნელა დაუბრუნდა და საკუთარი თავის შეყვარებაც შეძლო.
"მე ეს გამოვიარე და თქვენც შეგიძლიათ, ტკივილი საკუთარი თავის გასაძლიერებლად გამოიყენოთ. აქციეთ იგი თქვენს სუპერძალად", — ამბობს ჯესიკა. სოციალურ ქსელებში მოდელს მის ინგლისის ტიტული ბევრმა ადამიანმა მიულოცა და კომენტარებში ისიც აღნიშნეს, რომ გარეგნობის გამო ადამიანების დაცინვა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს.