დუბაიში მფრინავი ავტომობილი წარმატებით გამოცადეს

დუბაიში მფრინავი ავტომობილი წარმატებით გამოცადეს

კომპანიამ XPeng დუბაიში თავისი მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი გამოცადა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ავტომობილს ერთდროულად 2 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, მისი სიჩქარე კი საათში 130 კილომეტრს აღწევს. მოდელი XPeng X2 ჰაერში 90 წამის განმავლობაში იმყოფებოდა და კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ტექნოლოგია საჯარო გამოყენებისთვის თითქმის მზად არის, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც მის მიმოსვლას შესაძლებელს გახდის ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

XPeng-ი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან ქალაქებში მფრინავი მანქანებისთვის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობას გეგმავს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მგზავრები მფრინავი მანქანებით სარგებლობას წინასწარ განსაზღვრულ სივრცეებში სარგებლობას 5 წლის შემდეგ შეძლებენ.