ის ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ უკრაინის სანქციები უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას, იქნება ეს ეგრეთწოდებული ოპოზიციის, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, თვალს იბრმავებენ იმ საერთაშორისო კონტექტზე, რომელიც არის შექმნილი _ ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ის ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ უკრაინის სანქციები უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას, იქნება ეს ეგრეთწოდებული ოპოზიციის, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, თვალს იბრმავებენ იმ საერთაშორისო კონტექტზე, რომელიც არის შექმნილი და რომელიც გამოიხატა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორც პუტინის პირადი პატიმარი, და ის რომ პუტინის პირადი პსტიმარი არის იმ საპყრობილეში, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, უკვე სრულიად ცხადი დადასტურებაა იმისა, თუ საით არის ბიძინა ივანიშვილი. თუ ამას დაუმატებთ იმას, რომ ევროპის პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ, ღიად და მკაფიოდ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი საქართველოსთვის, მე ვფიქრობ, არავითარი მანევრირებისთვის აქ ადგილი არ რჩება”_ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.