დიმიტრი ხუნდაძე არესტოვიჩზე: ვეკითხებით მათ, ვინც ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ანტიდასავლურ ქმედებად აფასებს, ეს თუ ანტიდასავლურია, არესტოვიჩის ქმედება დასავლური სტანდარტია?

დიმიტრი ხუნდაძე არესტოვიჩზე: ვეკითხებით მათ, ვინც ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ანტიდასავლურ ქმედებად აფასებს, ეს თუ ანტიდასავლურია, არესტოვიჩის ქმედება დასავლური სტანდარტია?

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის შანტაჟი კონკრეტული მიზნის მისაღწევად და მუქარა ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის წინააღმდეგ.

დეპუტატი სვამს კითხვას მათთვის, ვინც მათ ქმედებას კითხვების დასმის გამო ანტიდასავლურს უწოდებს, არის კი არესტოვიჩის ქმედება დასავლური სტანდარტი? დიმიტრი ხუნდაძე აქვე აღნიშნავს, რომ რაღაც არ ესმის ამერიკის ელჩის განცხადება უკრაინის ხელისუფლების ძალისმიერ მუქარაზე.

„ის, რასაც უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ კადრულობს, არის ყოვლად უღირსი საქციელი. დღეს კი, გარდა უღირსი საქციელისა, ისინი ღია შანტაჟზე და სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობენ. არესტოვიჩის ხმამაღალი განცხადება „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას და გავათავისუფლებთ საქართველოს“, სხვა არაფერია, თუ არა ძალისმიერი მუქარა ჩვენი ქვეყნის მიმართ.
უკრაინის ხელისუფლება ბოლომდე ცდილობს, რომ როგორმე ჩაითრიოს საქართველო ომში და ასევე დააბრუნოს სააკაშვილის ხელისუფლება. ბუნებრივია, ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებენ და ეს იმ ერთიანი სქემის ნაწილია, ვისაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, აქ ქართველი ხალხი წყვეტს ქვეყნის ბედს და არა ნაცმოძრაობის მხარდაჭერილი უკრაინის ხელისუფლება.

ვეკითხებით მათ, ვინც ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ანტიდასავლურ ქმედებად აფასებს, ეს თუ ანტიდასავლურია, არესტოვიჩის ქმედება დასავლური სტანდარტია? ჩვენთვის დემოკრატია ორმაგი სტანდარტის არ არის. ადვილი მისახვედრია, თუ ვინ დგას უკრაინის ხელისუფლების უკან და რა მიზნები ამოძრავებთ მათ. მართალია, მათი ყოველგვარი მცდელობა უშედეგოა, მაგრამ, რომ ცდილობენ, ესეც უკვე სახიფათოა ქართველი ხალხისთვის. მსგავსი პოლიტიკური თავხედობა რომ ვინმეს აქედან ეკადრებია მათთვის, განცხადებების და „დაგმობების“ კორიანტელი იქნებოდა საქართველოში. დღეს კი რაღაც არ გვესმის ამერიკის ელჩის განცხადება უკრაინის ხელისუფლების ძალისმიერ მუქარაზე. ეს არის ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ - შერჩევითი დემოკრატია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მიუხედავად იმისა, რომ არესტოვიჩის განცხადება არის შანტაჟი კონკრეტული მიზნის მისაღწევად და მუქარა ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის წინააღმდეგ, ვერც ის და ვერც მისი თანამოაზრენი მათთვის სასურველ მიზანს ვერ მიაღწევენ“, - აცხადებს ხუნდაძე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

Aburjga Tasmanieli ზალენსკის, თქვენი მშობლიური მიწა მდინარე იორდანეს მახლობლადაა! მაქ სლავების მიწებია, ზოგს უკრაინა ქვია, ზოგს რუსეთი, ზოგს ბელორუსია, ზოგს ლიტვა, ზოგს სლოვაკეთი.... ვინც სლავურ ერთობას უღალატა და ინკებს-ანგლოსაქსებს შეეკრა, ვინც 8 წელიწადია თავისსავე ტერიტორიას დონბასს ბომბებით აუთავებდა, ვინც კიევის წმინდა მიწაზე, მართლმდიდებლური წმინდა სოფიის ტაძრის წინ უზრუნველყო გეიაღლუმების ჩატარება.... ის ქვეყანაა თუ ადამიანი არის უბრალოდ მოღალატე! ყველა მოღალატე ადრე თუ გვიან ისჯება! მითუმეტეს ქათამი არესტოვიჩი დაისჯება, ღვთის რისხვას ვერსად დაემალება! ეს ომი რუსეთისათვის ისეთივე სამამულო ომია რომელიც 1941-1945 წელს გადაიხადეს ევროპელი და უკრაინელი ფაშისტების წინააღმდეგ!
2 წლის უკან