სუფსაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

 სუფსაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის ეფექტური მომსახურება.

სუფსის იუსტიციის სახლის გახსნას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იუსტიციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა.