თამარ ჩერგოლეიშვილი: უბრალოდ რომ ვუპასუხოთ არესტოვიჩის ტრიპაჩობას იმით, რომ სანამ საქართველოს მიხედავენ აროგანტულად, გამარჯვების შემდეგ, უკრაინის ჩრდილოვან ეკონომიკას და კორუფციას მიხედონ?

თამარ ჩერგოლეიშვილი: უბრალოდ რომ ვუპასუხოთ არესტოვიჩის ტრიპაჩობას იმით, რომ სანამ საქართველოს მიხედავენ აროგანტულად, გამარჯვების შემდეგ, უკრაინის ჩრდილოვან ეკონომიკას და კორუფციას მიხედონ?

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა.

„უბრალოდ რომ ვუპასუხოთ არესტოვიჩის ტრიპაჩობას იმით, რომ სანამ საქართველოს მიხედავენ აროგანტულად, გამარჯვების შემდეგ, უკრაინის ჩრდილოვან ეკონომიკას და კორუფციას მიხედონ? ასე არ გამოვა?

გამარჯვებას გისურვებთ უკრაინელებო, მერე წარმატებულ რეფორმებს, კორუფციის აღმოფხვრას, გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს. დავეხმარებით ერთმანეთს, აბა რა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.