“ასაკის მატებას არ ვებრძვი” – ჰოლი ბერი ცდილობს ჰოლივუდში ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპული აზროვნება რადიკალურად შეცვალოს

“ასაკის მატებას არ ვებრძვი” – ჰოლი ბერი ცდილობს ჰოლივუდში ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპული აზროვნება რადიკალურად შეცვალოს

ჰოლი ბერი 56 წლის ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელია, მან 1986 წელს „მის აშშ“-ის საპატიო ტიტული მოიპოვა, რის შემდეგაც მისი სამსახიობო კარიერა რადიკალურად შეიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი როლებიდან ჰოლიმ 1992 წელს ფილმ Boomerang-ში ითამაშა. მას მიღებული აქვს „ემი“ და „ოქროს გლობუსი“ Introducing Dorothy Dandridge-ში შესრულებული როლისთვის.

2001 წელს მან მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“ ფილმისთვის Monster’s Ball. მრავალწლიანი წარმატებული კარიერული საქმიანობის შემდეგ ბევრი ადამიანისთვის დღემდე არ არის კარგად ცნობილი როგორია ჰოლი ბერი გადასაღები
მოედნის მიღმა. მსახიობმა ახალ ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე, დედობრივ სიყვარულსა და მოვალეობებზე, ბავშვობის რთულზე წლებსა და ასაკის მატებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გულახდილად ისაუბრა.

ჰოლივუდში არსებული სტერეოტიპული აზროვნება და კატეგორიული მოთხოვნები დიდ გამოწვევებს ქმნის ქალებისთვის.

ჰოლივუდში ქალებზე დიდი ზეწოლაა, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, რაც ჩვენს
საქმიანობასთან და პროდუქტიულობასთან კავშირში საერთოდ არ არის. ჩემს გარშემო ბევრ
ადამიანს ვხედავ, რომლებიც ცდილობენ სიბერეს გაექცნენ და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. რაც
უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო თავდაჯერებული ვხდები, ვგრძნობ, რომ უფრო მეტად
მიყვარდება საკუთარი თავი, ეს არის მიზეზი, რატომაც ძლიერ ქალად ვგრძნობ დღეს თავს.

სილამაზე და ჯანმრთელობა

იმედი მაქვს, რომ ჩემს ქალიშვილს ვაჩვენებ იმას, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არის გზა
სილამაზისა და ჯანმრთელობისკენ. მე თითქმის 30 წლის წინ დიაბეტის დიაგნოზი დამისვეს,
ამიტომ დაავადების გამო ჯანმრთელობა ჩემს პრიორიტეტად ვაქციე. ეს ყველაფერი
დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე, თუ რას მიირთმევთ. თუ საკუთარ თავზე არ იზრუნებთ, ეს
აუცილებლად აისახება თქვენს სახეზე.

ჰოლივუდის გმირები

ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად ვცემ პატივს, ეს არის არა მათი ტალანტის, ან
მიღწევების, არამედ მათი თავდაჯერებულობის, წინსვლისა და პროგრესის გამო, რომლებსაც
ისინი წლების განმავლობაში გადიან. ეს ძალიან სასიამოვნო დასანახია და სხვა
ადამიანებისთვისაც იმედისმომცემია. მაგალითად, ქალები, როგორებიც არიან ტინა ტერნერისა და
ოდრი ჰეპბერნის მსგავსი. როდესაც ქალი ასაკში შედის და მის სახეზე ნაოჭები ჩნდება, ეს პატარა

ხაზები სახეზე მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი რამ გამოიარეს, თუმცა
ადამიანური თვისებები მაინც არ დაკარგეს.

ასაკის მატება

ჩვენ ყველა დავბერდებით. ჩვენი კანის სტრუქტურა შეიცვლება, ისევე როგორც ჩვენი გარეგნობა.
მე ვხედავ როგორ იცვლება ჩემი სახე და სხეული, მაგრამ მე არასდროს დამიყრია ფარხმალი,
რადგან სულ ვიცოდი, რომ სილამაზე არის ადამიანის სულში და არა გარეგნობაში.

მე არ მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ახალგაზრდულობა და ამისთვის
ყოველწლიურად უნდა მიმართოს პლასტიკურ ქირურგს. სილამაზე ადამიანებმა უნდა იპოვნონ
თავიანთი ცხოვრების წესში, რაც გააძლიერებს მათ სულს.

ქალებს ხშირად ეუბნებიან, რომ როდესაც გარკვეულ ასაკს მიაღწევენ, გამოუსადეგარნი ხდებიან.
მე კი პირიქით მწამს, ქალები ასაკში უფრო ჩამოყალიბებულები, დახვეწილები, ჭკვიანები და
ლამაზები ხდებიან. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვხედავ, რომ ადამიანების
დამოკიდებულება ქალების მიმართ პოზიტიურად იცვლება და ეს ძალიან კარგია.

წითელი ხალიჩისთვის მზადება

ძალიან მიყვარს წითელ ხალიჩებზე, პრემიერებსა და გლამურულ წვეულებებზე გამოჩენა,
ადამიანებთან კომუნიკაცია, ჩაცმა, მაკიაჟის გაკეთება და მომზადება. მსიამოვნებს, როდესაც
ვათვალიერებ სხვა მსახიობებსა და მათ ჩაცმულობებს. მიყვარს იმ ადამიანებთან შეხვედრა,
რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხედავ და მხოლოდ პრემიერებზე ვხვდები. ესენი
არიან არამხოლოდ მსახიობები, არამედ ფოტოგრაფები, ჟურნალისტები.

სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის არსებული ბალანსის პოვნა
ვიყო დედა, ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა. ბავშვობის პერიოდი ძალიან მალე
გადის, თუმცა ეს დრო ძალიან ძვირფასია. სამსახური, რომელიც ახლა მაქვს ზოგჯერ მართმევს
დღის 18 საათს, განსაკუთრებით თუ მონაწილეობას ფილმში ვიღებ. ეს ყველაზე რთული
ნაწილია. ახლა როლებს განსხვავებულად ვირჩევ, იმიტომ რომ, მინდა დრო შვილებთან ერთად
უფრო ხშირად გავატარო.

ურთიერთობა დედასთან

დედაჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალია, ვისაც კი ვიცნობ. ის თეთრკანიანია, მამაჩემი
შავკანიანი იყო, 60-70-იან წლებში ის ზრდიდა ორ ფერადკანიან ბავშვს, მას შემდეგ, რაც მამამ
დაგვტოვა და მარტო იყო. ჩვენს ახლობლებს მასთან საქმის დაჭერა არ უნდოდათ. მე
ვიზრდებოდი და ვხედავდი როგორ უჭირდა მას, მაგრამ ასევე ვხვდებოდი, რომ მიუხედავად
ყველაფრისა, მან ყველაფერი შეძლო. სწორედ აქიდან ვისწავლე ვიყო გამბედავი, ძლიერი და
მიზანდასახული.

გაკვეთილები და გამოცდილება, რომელიც დედობის დროს მიიღო

ჩემი შვილები ჩემთვის საუკეთესო მასწავლებლები არიან. ისინი ყოველთვის სიმართლეს
ამბობენ და კარგ რჩევებს მაძლევენ. ძველი თაობა თითქოს არ უსმენდა და არ ითვალისწინებდა
მათ აზრს. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ ახალ თაობას, რადგან მათ ინოვაციური და
ჩვენგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

ერთადერთი რამ, რაც მინდა ჩემი შვილებისგან მოვისმინო დღის ბოლოს არის: „შენ არ იყავი
იდეალური, ყველაფერი სწორად ვერ გააკეთე, თუმცა შენ შეეცადე და ამიტომაც ძალიან კარგი
დედა ხარ“. ერთ დღესაც მათ ასაკი მოემატებათ და არ მინდა აღმოვჩნდე ისეთი დედა, რომელიც
იტირებს რადგან მისი შვილები სხვა გზას ადგებიან. მინდა მათ მოტივაცია მივცე და იცოდნენ,
რომ არ აქვს მნიშვნელობა რას გადაწყვეტენ, მე მათ გვერდით ვიქნები.