ჯარედ ლეტო კოსმეტიკის წარმოებას იწყებს

ჯარედ ლეტო კოსმეტიკის წარმოებას იწყებს

მუსიკოსი და მსახიობი ჯარედ ლეტო კოსმეტიკის წარმოებას იწყებს. ამის შესახებ Vogue წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლეტოს ბრენდს Twentynine Palms ჰქვია და მასში 11 გენდერულად ნეიტრალური პროდუქტი შედის სახისა და სხეულის კანისა და თმების მოსავლელად. პროდუქტების ძირითადი ინგრედიენტი უდაბნოს მცენარეების ექსტრაქტებია. 2016 წელს ლეტომ მოხავეს უდაბნოში იმოგზაურო და ამ ადგილით იმდენად მოიხიბლა, რომ სწორედ ის მისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

შეფუთვა გადამუშავებული პლასტიკის, შუშისა და ალუმინისგან მზადდება, ამასთან, ზოგი ფლაკონი მრავალჯერადია - მყიდველები მაღაზიაში მათ თავიდან შევსებას შეძლებენ.

მომავალში ლეტო წარმოების გაფართოებას და პარფიუმერიის ხაზის შექმნას გეგმავს.