ქალი, რომელიც ბებია კოკოს შთაგონების წყაროდ ითვლებოდა, 109 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქალი, რომელიც ბებია კოკოს შთაგონების წყაროდ ითვლებოდა, 109 წლის ასაკში გარდაიცვალა

მარია რამინეს კაბალიერო, რომელიც პიქსარის ანიმაციაში Mama Coco ბებია კოკოს შთაგონების წყაროდ ითვლებოდა, გარდაიცვალა. მარია 109 წლის ასაკში მშობლიურ ქალაქში გარდაიცვალა, რომელშიც ის 1913 წლის 16 სექტემბერს დაიბადა.

მართალია, მარიას ადგილობრივები კოკოს ეძახდნენ, მაგრამ Pixar-ს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ ქალი ამ პერსონაჟის შთაგონების წყარო იყო. ამის მიუხედავად, ადგილობრივების მტკიცებით, მარიასა და პერსონაჟ კოკოს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. Mama Coco-შემქმნელი გუნდის განცხადებით კი, ანიმაცია "იმ ოჯახების რეალურ ისტორიებზე გვიყვება, რომლებიც 2011-2013 წლებში მექსიკას ეწვივნენ".

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მარია რამინეს კაბალიეროს, იგივე კოკოს გარდაცვალების გამო. ის იმ დაუღალავი ქალის მაგალითი იყო, რომელიც ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის შთაგონების წყაროდ იქცა და მსოფლიომ აღიარა. ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, რათა სულიერი სიმშვიდე იპოვონ", — ასე დაემშვიდობა მარიას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი.