2022 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი შრი-ლანკელი მწერალი შეჰან კარუნატილაკა გახდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, პრესტიჟული ჯილდო მას რომანისთვის „მაალი ალმეიდის შვიდი მთვარე“ გადაეცა. წიგნი გარდაცვლილ სამხედრო ფოტოგრაფზეა, რომელიც სიკვდილის შემდეგ თავის საყვარელი ადამიანები მის მიერ გადაღებულ და დამალულ ფოტოებთან მიჰყავს, რომლებიც სამოქალაქო ომის სისასტიკეს ასახავენ.
ბუკერის პრემია ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში, ინგლისურენოვან ლიტერატურაში. ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანისთვის.