მსახიობი ბრენდან ფრეიზერი მზად არის ლეგენდარულ „მუმიაში“ რიკ ოკონელის როლს დაუბრუნდეს. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის წინაპირობად ფრეიზერი სწორ სცენარს ასახელებს. „არ ვიცი ეს როგორ გამოვა, მაგრამ მზად ვიქნები ამისთვის, თუ ვინმე სწორ კონცეფციას შემოგვთავაზებს“, - განაცხადა მსახიობმა.
„მუმიის“ პირველი ნაწილი 1999 წელს გამოვიდა. სწორედ ფილმების ამ სერიამ აქცია ფრეიზერი ჰოლივუდის ერთ-ერთ ვარსკვლავად. ამ ეტაპისთვის, სერიის ბოლო ფილმი - „მუმია: დრაკონების იმპერატორის სამარხი“ ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა.