იმ ადამიანებს, ვისაც შინაური ცხოველები არ ჰყავთ, შესაძლოა საკმაოდ მარტივად ეჩვენებიდეთ მათი გამოკვება. სინამდვილეში, ძაღლებს ძალიან დიდი ყურადღება და მზრუნველობა ესაჭიროებათ, ხოლო მათ საკვებს კი გულდასმით შერჩევა.
ძაღლის კვება საკმაოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია. ვინაიდან ისინი ვერ გვეტყვიან რა აწუხებთ, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია მათი პერიოდული წაყვანა ვეტერინართან, ხოლო მეორე მხრივ არანაკლებ მნიშვნელოვანია მათზე დაკვირვება სახლის პირობებშიც.
სწორად შერჩეული საკვები გარდა იმისა, რომ საკმაოდ კარგად ანაყრებს ძაღლს, ასევე სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემებსაც უგვარებს. ამავე დროს, რიგი დაავადებების დროს, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ოთხფეხა მეგობარს შესაბამისი საკვები შეურჩიოთ. მაგალითად საკვები დიაბეტიანი ძაღლებისთვის.
Veli.store-ზე ძაღლის კვება საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანითაა წარმოდგენილი. კერძოდ, შეხვდებით ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა პრემიუმ ხარისხის Purina Pro Plan და Purina-ს დამატებით ორი ბრენდი Purina Dog Chow დიდი ზომის ძაღლებისთვის და Purina Puppy Chow ლეკვებისთვის, რომლებიც სრულ და დაბალანსებულ კვებას უზრუნველყოფენ თქვენი შინაური ცხოვრლების ცხოვრების ყველა ეტაპისთვის. გარდა ზემოთჩამოთვლილი ბრენდებისა, ველის ძაღლის კვების კარეგორია, ისეთ ბრენდებსაც აერთიანებს, როგორებიცაა ჰიპერპრემიუმ კლასის იტალიური ბრენდის, Farmina-ს ვეტერინარული საკვები, Friskies, Darling, Monge, BonaCibo, Carnaval, Petline, BioPetActive, და მრავალი სხვა.
ველიზე აღმოაჩენთ როგორც მშრალ საკვებს, ისე სველ საკვებს, რძესა და ვიტამინებს. ძაღლის საკვების ღირებულება ველიზე 4 ლარიდან იწყება, რომელიც 405 გრამიან შეფუთვაშია, ხოლო ყველაზე ძვირად კი იხვის ხორცის Farmina N&D Quinoa-ს შეძენა შეგიძლიათ. იგი მშრალი საკვებია სტერილიზებული ძაღლებისთვის, 12 კგ-იან შეფუთვაში.
თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს საჭმელი დაუმთავრდა და დროულად მოტანას ვერ ახერხებთ, ან უბრალოდ საცობებში სიარულის თავი არ გაქვთ, მაშინ როდესაც იცით, რომ მანქანის გაჩერება გაგიჭირდებათ, ხოლო სიმძიმის ტარება ხელით მოგიწევთ, ველი სთორი მიტანის მოსახერხებელ და დროულ სერვისს გთავაზობთ. თბილისსა და აგარაკებზე ველის კურიერი საკვებს მხოლოდ 3 საათში მოგიტანთ.