როდესაც საათების, სამკაულების ან აქსესუარების განახლებას ეხება საქმე, დარწმუნებული ვარ საკმაოდ ცოტა დრო გაქვთ იმისათვის, რომ სასურველი ნივთის შერჩევისთვის უამრავი მაღაზია შემოიაროთ და შენაძენი ისე გააკეთოთ. ამ ყველაფერს განსაკუთრებით ის ართულებს, რომ ქალაქში დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული მოძრაობაა და საბობის გავლის შემდეგ, შესაძლოა ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი საერთოდ ვერ იპოვოთ.
იმისათვის, რომ შოპინგ თერაპიამ მხოლოდ სიამოვნება მოგანიჭოთ, თან ისე, რომ სასურველი ნივთის შეძენა თქვენი ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით მოახერხოთ, გეტყვით, რომ საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელმა Time-მა თქვენთვის უნიკალური ონლაინ სივრცე შექმნა. კომპანიამ ერთ სივრცეში მოუყარა თავი ყველა იმ სამკაულს, აქსესუარსა თუ საათს, რომლის ყიდვაც მარტივად, მაუსზე რამდენიმეჯერ ხელის დაჭერით შეგიძლიათ.
Time-ის მაღაზიათა ქსელი როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე საიტზე 100-მდე ბრენდს გთავაზობთ. ხოლო აქედან, კომპანია 40-მდე ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში..
ვებ-გვერდზე შენაძენის გამეთებისას, დამატებითი ბენეფიტებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. მაგალითად, ონლაინ შენაძენზე Time სპეციალურ Online Exclusive-ის ფასდაკლებებსაც გთავაზობთ, 30-დან 50%-მდე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ კურიერი სასურველ ნივთებს მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგიტანთ.
Time-ის საიტზე ფუნქციონირებს მარტივი და მოქნილი გადახდის სისტემა, რომლის მეშვეობით ონლაინ შეძენა ეროვნულ ვალუტაში ხორციელდება. იმ შემთხვევაში თუ უცხოური ბარათით გადაიხდით, კონრვერტაცია მოხდება ეროვნული ბანკის ვალუტის კურსის მიხედვით. მიმდინარე ლარის კურსი შეგიძლიათ valutiskursi.com-ზე შეამოწმოთ.