სელენა გომესმა და ჰეილი ბიბერმა პირველი ერთობლივი ფოტო გადაიღეს

სელენა გომესმა და ჰეილი ბიბერმა პირველი ერთობლივი ფოტო გადაიღეს

სელენა გომესსა და ჰეილი ბიბერს, რომლებიც წლევანდელ Academy Museum Gala-ს ესწრებოდნენ, ფოტოგრაფმა საერთო ფოტო გადაუღო. შეგახსენებთ, რომ სელენა გომესი და ჯასტინ ბიბერი დიდი ხნის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ. მოგვიანებით კი ისინი დაშორდნენ და ჯასტინ ბიბერი ჰეილიზე დაქორწინდა.

დიდი ხანია, უცხოური მედია სელენასა და ჰეილის ურთიერთობის შესახებ წერს. "მე მას ვაფასებ და პირადად სელენასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს", — განაცხადა ჰეილიმ ერთ-ერთ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ სელენასთან საუბარმა ძალიან დაამშვიდა. "თავს მშვიდად იმიტომ ვგრძნობ, რომ ყველა ჩვენმა ახლობელმა იცის, რაც მოხდა და ჩვენ ერთმანეთის მიმართ კარგად ვართ განწყობილნი", — დასძინა ჰეილიმ.

ამ ინტერვიუს შემდეგ სელენა გომესმა სოციალურ მედიაში უხეში და დამამცირებელი კომენტარების შესახებ ისაუბრა, თუმცა მას ჰეილი არ უხსენებია. "ვფიქრობ ზოგიერთი რამ, არც კი მინდა ვიცოდე, უბრალოდ საზიზღარი და ამაზრზენია. ეს უსამართლობაა და სხვების შესახებ ასე არავინ უნდა ილაპარაკოს", — განაცხადა სელენა გომესმა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ სელენასა და ჰეილის ერთობლივი ფოტო არასდროს ჰქონიათ. თუმცა წლევანდელ Academy Museum Gala-ზე ფოტოგრაფმა შენიშნა, რომ ისინი ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ და იღიმოდნენ, შედეგად კი სამახსოვრო ფოტოც გვაჩუქა.