მარტინ სკორსეზეს „ნიუ-იორკის ბანდების“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

მარტინ სკორსეზეს „ნიუ-იორკის ბანდების“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

კომპანია Miramax Television-ი მარტინ სკორსეზეს „ნიუ-იორკის ბანდების“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.

პირველი ორი ეპიზოდის აღმასრულებელი პროდიუსერი ასევე მარტინ სკორსეზე იქნება. აღსანიშნავია, რომ სერიალი მოგვითხრობს ახალი გმირების შესახებ, რომლებიც არ იყვნენ ლეონარდო დიკაპრიოს, დენიელ დეი-ლიუისის და კამერონ დიასის მონაწილეობით გადაღებულ ორიგინალურ ფილმში.

სერიალის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.