ქანიე უესტსა და მწერალ თრემეინ ემორის ინტერესთა კონფლიქტი გრძელდება, ადამიანები კი, რომლებიც ამერიკელი ბიზნესმენისა და რეპერის მხარეს არ იჭერენ, უნებლიეთ ეხვევიან არსებულ დაპირისპირებაში.
დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი დიზაინერი ვირჯილ აბლო, რომელიც გახლდათ “ლუი ვიტონის” კრეატიული დირექტორი და Off-white-ის დამფუძნებელი. როგორც რეპერი აღნიშნავს, მისი შექმნილი დიზაინები იყო შეურაცხყოფა შავკანიანი ადამიანებისადმი. ქანიე უესტმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მოდის სახლ “ბალენსიაგას” შემოქმედებითი გუნდის წევრები არიან გამოსახული, რომლებმაც მოიწონეს თრემეინ ემორის პოსტი.
“აქ არიან ადამიანები, რომლებმაც მოიწონეს თრემეინის პოსტი, მას შემდეგ, რაც მე ამდენი რამ გავაკეთე “ბალენსიაგასთვის”, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. მიყვარს მომენტი, როდესაც ადამიანები თავიანთ ნამდვილ სახეებს ამჟღავნებენ, ახლა აღარ არის საჭირო ჩვენ ვიყოთ ყალბები. დემნა არის ყველაზე რელევანტური არტისტი, ისინი ვერ იტანენ რომ ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან”.
რეპერის გამოქვენებული პოსტის შემდეგ დემნა გვასალიამ და მისმა მეუღლემ ლოიკ გომეზმა ქანიე უესტს გამოწერა გაუუქმეს.