10 ცნობილი ადამიანი, რომელსაც სკოლა არ დაუმთავრებია

10 ცნობილი ადამიანი, რომელსაც სკოლა არ დაუმთავრებია

ცნობილი ვარსკვლავების დიდი ნაწილი თავიანთ სამსახიობო თუ მუსიკალურ კარიერას ხშირად ადრეული ასაკიდან იწყებენ. ამის გამო კი, ხან სკოლის დამთავრებაზე და ხან უმაღლესი განათლების მიღებაზე უარის თქმა უწევთ.

სტატიაში 10 ცნობილი ადამიანის შესახებ გიამბობთ, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო სკოლის დამთავრება ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, დღეს მათი უმეტესობა სხვადასხვა სფეროში საკმაოდ წარმატებულია.

1. რაიან გოსლინგი

მსახიობმა სკოლა 17 წლის ასაკში მიატოვა და მალევე სატელევიზიო შოუ Young Hercules-ში გამოჩნდა, შემდეგ კი კარიერული წარმატების გამო, სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

2. დენიელ რედკლიფი

მსახიობი ჰარი პოტერის როლში 11 წლის ასაკში გადაიღეს. ამ პერიოდიდან დაწყებული დენიელი სკოლაში ვეღარ დადიოდა, შემდეგ კი აღარც დაბრუნებულა.

3. ჯენიფერ ლოურენსი

ლოურენსმა სამსახიობო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო და სკოლაც მიატოვა.

4. ჯიმ კერი

მსახიობმა სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა, რათა ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა.

5. რიანა

რიანამ სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა, როცა Def Jam Records-მა პარტნიორობა შესთავაზა და ხელშეკრულებაც დადო.

6. რობერტ დაუნი უმცროსი

რობერტ დაუნმა სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა, რათა ოცნება აეხდინა და მსახიობი გამხდარიყო.

7. ჯონი დეპი

რობერტ დაუნის მსგავსად, ჯოდი დეპმა სკოლა სამსახიობო კარიერის გამო მიატოვა.

8. ლეონარდო დიკაპრიო

ლეონარდოს კარიერა თავიდანვე წარმატებულად დაიწყო, ამიტომ სკოლაში სწავლის გაგრძელებაზე ან უნივერსიტეტში ჩაბარებაზე მსახიობს აღარც კი უფიქრია.

9. ჰარი სტაილსი

ჰარიმ სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა და მალევე One Direction-ის წევრიც გახდა.

10. და ბოლოს, კრისტენ სტიუარტი

მსახიობი 13 წლის იყო, როცა სკოლა მიატოვა და სამსახიობო კარიერა დაიწყო.