3 ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, თამაშის დროს ბავშებს ვაკის პარკში მდებარე შადრევანის აუზში ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსატანად აუზში ჩავიდნენ, რა დროსაც დენმა დაარტყა.
როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.