საქართველომ დაუჭირა მხარი [უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციას] და ჩვენ უკრაინიდან მადლიერი ვართ საქართველოსი, საქართველოს პარლამენტის, რადგან ეს რეზოლუცია არ ეხება მხოლოდ ჩვენს პრობლემას ამ ომში, - ამის შესახებ უკრაინის რადის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ალექსანდრ კორნიენკომ განაცხადა.
„რუსეთი მსოფლიო პრობლემების მიზეზია; საკვების კრიზისი, ბირთვული მუქარები, გენოციდის მომენტები, ეს ყველაფერი ამ 8 თვის განმავლობაში უკრაინაში ვიხილეთ. არავის სურს ომი ქვეყნებს შორის, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეზოლუციის მხარდაჭერა. ვიმედოვნებ, რომ კომიტეტი შეასრულებს თავის სამუშაოს კარგად და მომდევნო დღეებში ჩვენ გვექნება სრულყოფილი განცხადება, რომელსაც ასამბლეა დაუჭერს მხარს. საქართველო და უკრაინა მეგობარი ქვეყნები არიან. ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ამ 8 თვის განმავლობაში და ამ მხარდაჭერისთვის თქვენი პარლამენტის მადლობელი ვართ, - განაცხადა კორნინეკომ.
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი საქართველოს დელეგაციამაც დაუჭირა.