წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება – არ იწვება და ვერ განადგურდება! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
ასე ესმით დეპოლარიზაცია – მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით.
ასე ესმით თანამშრობლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან.
ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა!
ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს! ამ გზას იმ რუსეთში მივყავართ, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა, მათ იქ მივყავართ, მაგრამ საქართველო არ გახდება ასეთი – ტერორისტული სახელმწიფო!
წალენჯიხამ დაამტკიცა, რომ არის ევროპა- ადგილი, სადაც არჩევანი არ ყალბდება – არ იწვება და ვერ განადგურდება!
ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!
შეგახსენებთ, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამის მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას ავტომანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო