თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ა.უ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (53 ცალი) აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 58 093,14 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.