კატა სახლად ფენრირი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე მაღალი შინაური კატა მსოფლიოში. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, კატის სიმაღლე 47,83 სანტიმეტრია. ის აშშ-ში, მიჩიგანში, ექიმ ჯონ პაუერსთან ცხოვრობს. ფენრირი სავანას ჯიშის კატაა. ეს ჰიბრიდული ჯიში შინაური კატისა და აფრიკული სერვალის ნაჯვარია. ფენრირის ბაბუა, სახელად კონგო ყველაზე მაღალი ველური კატის ტიტულის მფლობელი იყო, მისი სიმაღლე შთამომავლებს გადაეცათ.
პაუერსის კიდევ ერთი კატა - მეინ-კუნი სახელად ალტაირი ასევე გინესის რეკორდსმენია, როგორც შინაურ კატებს შორის ყველაზე გრძელი კუდის მფლობელი - 40,83 სანტიმეტრი.