გერაშჩენკო: უკრაინაზე რუსეთის ატომური დარტყმის შესაძლებლობის გამორიცხვა შეუძლებელია, რადგან პუტინი შიზოფრენიკია

გერაშჩენკო: უკრაინაზე რუსეთის ატომური დარტყმის შესაძლებლობის გამორიცხვა შეუძლებელია, რადგან პუტინი შიზოფრენიკია

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა დაბალია. ამის შესახებ მან ინტერნეტგამოცემა „GORDON“-ის მთავარ რედაქტორ ალეს ბატსმანთან ინტერვიუში განაცხადა.

“ამ შესაძლებლობის (ბირთვული დარტყმისა და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის) სრულად, ასი პროცენტით გამორიცხვა შეუძლებელია, რადგან პუტინი შიზოფრენიკია. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამის ალბათობა დაბალია. პუტინი უკვე განდევნილია და ამის შემდეგ მთელი რუსეთი, რუსეთის ყველა მოქალაქე გარიყული გახდება”, – განაცხადა მან.

გერაშჩენკომ რუსეთის იზოლაციის გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“ჩვენ ახლა გვჭირდება სრული სავაჭრო და ეკონომიკური ბლოკადა. სანამ აქ ვსაუბრობთ, სატვირთო მანქანები მოდის რუსეთიდან ევროპაში, სატვირთო მანქანები და მატარებლები მოდიან ევროპიდან რუსეთში. იარაღი იყიდება: რაკეტები და კამიკაძე დრონები, რომლებიც დაფრინავენ და კლავენ უკრაინელებს”, – დასძინა შსს-ს ხელმძღვანელის მრჩეველმა.