მაღალმთიანი სოფლების სკოლებისთვის „ნიკორა“ ახალ პროექტს იწყებს

მაღალმთიანი სოფლების სკოლებისთვის „ნიკორა“ ახალ პროექტს იწყებს

„ნიკორა“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განათლებასა და ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვას აგრძელებს. კომპანია რეგიონის ოთხ სკოლას , მათ შორის სამი - მთის სტატუსის მქონე  სკოლასა და მოსწავლეებს საჩუქრებს გადასცემს. პროექტის პირველ ეტაპზე, ოქტომბრის თვეში 4 სკოლა დასაჩუქრდება პერსონალური კომპიუტერებით, პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მიიღებს სასკოლო ნივთებს. გარდა ამისა, კომპანია სკოლების ბიბლიოთეკებს საკითხავ ლიტერატურას  გადასცემს საჩუქრად, რათა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ლიტერატურასთან ჰქონდეთ წვდომა.

შერჩეული 4 სკოლის ჩამონათვალი ასეთია:

  • რაჭა-ლეჩხუმი, სოფელ წესის საჯარო სკოლა
  • გურია, სოფელ ზოტის საჯარო სკოლა
  • იმერეთი, სოფელ ვახანის საჯარო სკოლა
  • მცხეთა-მთიანეთი, სოფელი ჟებოტას საჯარო სკოლა

„ნიკორაში“ განმარტავენ, რომ სკოლების დასაჩუქრებას ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება. ეტაპობრივად შეირჩევა ახალი სკოლები, რომლებსაც კომპანია საჩუქრებს გადასცემს.

განათლების დახმარება და დაფინანსება „ნიკორას“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კვების პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანია ახალგაზრდა თაობას ეხმარება. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების 4–4 სტუდენტი მეოთხე წელია, „ნიკორას“ სახელობის ყოველთვიურ სტიპენდიას იღებს.  სტიპენდიატების გამოვლენა სემესტრულად ხდება გასული სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით. ამჯერად კი კომპანიამ პროექტის მასშტაბი გააფართოვა და სკოლების დახმარება დაიწყო.