ირაკლი ქადაგიშვილი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვიღაცაზე მორგებით არ უნდა დაიწეროს - არც ივანიშვილზე, არც ქადაგიშვილზე და არც კეზერაშვილზე, სამართლიან პრინციპებს უნდა ატარებდეს

ირაკლი ქადაგიშვილი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვიღაცაზე მორგებით არ უნდა დაიწეროს - არც ივანიშვილზე, არც ქადაგიშვილზე და არც კეზერაშვილზე, სამართლიან პრინციპებს უნდა ატარებდეს

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვიღაცაზე მორგებით არ უნდა დაიწეროს - არც ივანიშვილზე, არც ქადაგიშვილზე და არც კეზერაშვილზე, სამართლიან პრინციპებს უნდა ატარებდეს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონი უნდა ეხებოდეს პრინციპებს და არა კონკრეტულ ადამიანებს.

"უკრაინული კანონი აბსოლუტურად ნეიტრალური იყო ჩვენი სინამდვილის მიმართ, არ ითვალისწინებდა ჩვენი შიდა პოლიტიკური ბრძოლებისა და იარლიყების მიკერების ტენდენციას. მსოფლიოში ერთადერთი კანონია, რომელიც ოლიგარქიზაციას ეხება. ამიტომ აღებული იქნა საფუძვლად ის კანონი, რომელიც ევროკავშირის მიერ დადებითად არის შეფასებული და რეკომენდაციების შესრულების დროს უკრაინას უთხრა, რომ ეს კანონი აღასრულოს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.