ნიკა მელიას განცხადებით, თითი სპორტული აქტივობის დროს დაუზიანდა

ნიკა მელიას განცხადებით, თითი სპორტული აქტივობის დროს დაუზიანდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებისას ნიკა მელიას ხელი მოტყდა.

უცნობია რამ გამოიწვია პარტიაში ჩხუბი და ვის დაუპირისპირდა პარტიის თავმჯდომარე. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარემ თითი და ისიც, ფეხბურთის თამაშის დროს მოიტეხა. ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა თავად ნიკა მელიამ და თქვა, რომ თითი სპორტული აქტივობის დროს დაუზიანდა.