ურსულა ფონ დერ ლაიენი: გვსურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გვსურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია და სურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე.

"კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ასევე გვსურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე.  რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს.

ევროკომისია მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს",-წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

https://twitter.com/vonderleyen/status/1578080373845655560?s=46&t=lIfK7qEswZyFzaCTDxO1fw

Aburjga Tasmanieli ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი სულ რამდენიმე თვეში დაიშლება! შეიძლება ვინმეს უტოპისტი ვეგონო, მაგრამ მაგისთანები მინახავს დაშლილი და დაქცეული?! ღმერთი როგორ დაუშვებს სატანის და სატანისტების ეგზომ გაჯეჯილებას?!
2 წლის უკან