„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ზოგიერთის ავადმყოფური გონება უკიდეგანო ფანტაზიის საზღვრებსაც კი გასცდა.
„ზოგი შეგნებულად, ზოგი შეუგნებლად, ზოგი დავალებით და ზოგი თავის სიბრიყვით თავს ესხმიან და მიდიან ყველაფერზე, რათა მთავარი ოპოზიციური პარტია - ენმ დაასუსტონ, დააბნიონ მისი მხარდამჭერები... თუმცა ზოგიერთის ავადმყოფური გონება უკიდეგანო ფანტაზიის საზღვრებსაც კი გასცდა...
ნიკა, არ უნდა შევჩერდეთ, შეუძლებელი უნდა შევძლოთ. თავისუფლება მიშას“, - წერს მელიქიშვილი.
კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და პარტიაში გამდიდრებულ პოლიტიკოსებზე სოციალურ ქსელში წერს.