ირაკლი ზარქუა: მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა

ირაკლი ზარქუა: მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა

მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის პოსტს, სადაც თოფურიძე ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

„მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი. სოსო თოფურიძე ხომ იცით, რომელიც არის? მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი, რომელიც დღემდე მიმალვაშია. ეს ადამიანიც კი შეშფოთებულია და დემოკრატიას ქადაგებს. ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, თუმცა თურმე, ოპოზიციაში რა ხარჯები ჰქონიათ – დაცვა 18 ათასი ლარი, მივლინებები 40 ათასი ლარი, თურმე ოთხი ტონა საწვავი და ა.შ. ეს ხალხი შემდეგ დაიცავს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის უფლებებს? ამიტომაც არის, პარტიაში რომ შემორჩათ 17 კაცი, რომლებიც მათი მიმდევარია.

ამას ვამბობდით, რომ უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეს სასაცილოა. არ ვიცი, რამდენად სწორია, რომ ამაზე კომენტარი მე გავაკეთო. ერთი ჯალათი დანარჩენ მწვალებლებს უთვლის ხარჯებს, რაში დახარჯეს ფული, როგორ გამოიყენეს და ხალხი რომ არ აინტერესებთ. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ მათი ინტერესი არ არის ის ხალხი, ვინც მათი მიმდევარია. მათმა მიმდევრებმაც გაშიფრეს ოპოზიცია და რადიკალური ოპოზიციის ინტერესები. რანაირად უნდა დაარწმუნოს ახლა ან ჭიჭე ვაშაძემ, ან მელიამ, რომ ხალხზე გადამკვდრები არიან და მათ ინტერესებს იცავენ. ერთიც, მეორეც ბოლოს როდის ნახეთ ხალხთან?, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“. ესენი არიან მწვალებელთა პარტია, ძალიან დიდი ნაწილი გასამართლდა, ახლა თოფურიძეც გამოჩნდა და ალბათ, შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება, საიდან იყო, როგორ არის და რანაირად. ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სპექტრის მთელი ტრაგიკომედია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და პარტიაში გამდიდრებულ პოლიტიკოსებზე სოციალურ ქსელში წერს.