კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და პარტიაში გამდიდრებულ პოლიტიკოსებზე სოციალურ ქსელში წერს.
თოფურიძემ ნიკა მელიას წლიური ხარჯები დაუთვალა და ამბობს, რომ პარტიას თავმჯდომარის შენახვა წელიწადში მილიონ ნახევარი უჯდება. საკუთარ თავს კი პოლიტიკურ დევნილს უწოდებს და ისევ არ აღიარებს, რომ 2012 წლამდე მისი და მისი ხელმძღვანელობის დროს ჩადენილი იყო უმძიმესი დანაშაულები. თოფურიძე ამბობს რომ მან, დათა ახალიამ და მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს და დაცული იყო ადამიანის უფლებები.
„ეს წუთია მომაწოდეს ინფორმაცია, რამაც ძალიან გამაღიზიანა!! რა უჯდება „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შენახვა: წელიწადში 1 471 000!!! ოპოზიცია თქვენ ნამუსი გაგაჩნია ?! ჩვენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს , საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, შეუპოვარი დათა ახალაიას მეთაურობით , მთელი დეპარტამენტი 24 საათი ვებრძოდით კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, კბილებამდე შეიარაღებულ კრიმინალებს, სიკვდილ - სასიცოცხლო ბრძოლაში, ყოველდღე ადამიანების უსაფრთხოებას ვიცავდით, ქვეყნის კონსტიტუციურ უსაფრთხოებას ვიცავდით!!! ჩვენ შევძელით შეუძლებელი, მაფია დავამარცხეთ!!! არჩევნებში დამარცხების შემდეგ, 2012 წელს სამშობლო დავტოვეთ! 10 წელი იძულებით პოლიტდევნილობაში ვართ! 10 წელი, ჩემი გმირი მეგობრები საპყრობილეში იხდიან არ ჩადენილ სასჯელს!საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის აღმშენებელი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ოპოზიციის ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია საპყრობილეში, პოლიტპატიმარია და თქვენ, ზოგზოგიერთებმა ფუფუნება მოუწყვეთ თქვენს თავებს?! ხალხი შიმშილობს და თქვენ მდიდრდებით?!!! ხალხნო, ეს რა ხდება?!ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ, ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება!!!“ - წერს თოფურიძე.