თამარ მეფის გამზირის N22-ში სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თამარ მეფის გამზირის N22-ში სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა თამარ მეფის გამზირის N22-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული სახურავის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების მიხედვით, 550 კვ.მ ფართობზე სახურავის კონსტრუქცია მთლიანად იცვლება და თუნუქის ფილებით გადაიხურება. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 114 000 ლარია გამოყოფილი.

სახურავის აღდგენის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

ხანძარი თამარ მეფის გამზირის N20-ში მიმდინარე წლის 12 ივლისს გაჩნდა, რამაც N22-ში მდებარე სახლის სახურავი სრულად გაანადგურა.