კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს:
"მახსოვს, საბჭოთა კავშირში გამოვიდა ფილმი - "როგორ მოვიპაროთ მილიონი?"
თბილისში აფიშას მიაწერეს:
- ჩურკინს ჰკითხეთ!
ჩურკინი საქართველოს სსრ ცკ-ს მეორე მდივანი იყო ანუ "ნამესტნიკი".
დღეს კითხვაზე:
- როგორ აყალბებს IRI-ი და NDI-ი კვლევებს? პასუხი იქნებოდა - აშშ-ს ელჩს ჰკითხეთ".