გიორგი ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაცია იმისია, რომ ყველა საკითხს კრიტიკული ანალიზით დაუპირისპირდეს, მაგრამ, მიტინგზე არ უნდა თქვას, რომ ხელისუფლების გადატრიალება ქართველი ხალხის ინტერესს შეესაბამება

არასამთავრობო ორგანიზაციაც იმისია, რომ ყველა საკითხს კრიტიკული ანალიზით დაუპირისპირდეს, მაგრამ, არ უნდა გავიდეს მიტინგზე და არ უნდა თქვას, რომ ხელისუფლების გადატრიალება არის ის მოთხოვნა, რომელიც დღეს საქართველოს და ქართველი ხალხის, ქვეყნის ან რეგიონის ინტერესს შეესაბამება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„დღეს ჩვენ ხომ მარტო არ ვართ, სადღაც ჰაერში გამოკიდებული არა? აქ არის უშველებელ თემაზე საუბარი, მსოფლიო დონის დაპირისპირებაში, ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი. წარმოიდგინეთ აქ ომია გვერდზე, იმ ეროვნების ხალხი საქართველოში ცხოვრობს. გახსოვთ, რომ ცდილობდნენ - საქართველო სომხეთს ეხმარება იარაღით, მეორე დღეს - საქართველო აზერბაიჯანს ეხმარებაო. როგორ ცდილობდნენ რომ ეს ხალხი ჩვენთვის დაეპირისპირებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. არ შეიძლება ასეთ ხალხს არასამთავრობო ორგანიზაციები ედგნენ სათავეში და პოლიტიკურ ლიდერებად მოევლინოს“, - აცხადებს ვოლსკი.