გურამ მაჭარაშვილი: ბუნებრივია, როცა ხარ საპარლამენტო უმრავლესობაში, თანამშრომლობ იმ ფრაქციასთან, ვისთან ერთადაც ხარ უმრავლესობაში

გურამ მაჭარაშვილი: ბუნებრივია, როცა ხარ საპარლამენტო უმრავლესობაში, თანამშრომლობ იმ ფრაქციასთან, ვისთან ერთადაც ხარ უმრავლესობაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბუნებრივია, რომ როცა ხარ საპარლამენტო უმრავლესობაში, თანამშრომლობ იმ ფრაქციასთან, ვისთან ერთადაც ხარ უმრავლესობაში, ამ შემთხვევაში - „ქართულ ოცნებასთან“.

„რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი პოზიცია ნებისმიერ საკითხთან თუ კანონპროექტთან დაკავშირებით, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობაში ვრჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა არსებობს. მთავარი მიმართულება იქნება ეს - რეკომენდაციების შესრულება, მაგრამ აქაც ვიქნებით თანმიმდევრულები: ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. ეს სჭირდება ქვეყანას და სწორედ ამ მიზნით დავტოვეთ „ქართული ოცნება“, რომ უფრო მეტად დავეხმაროთ“, - აცხადებს მაჭარაშვილი.